როგორ დავძლიოთ პრობლემები პოზიტიური განწყობითმხოლოდპრობლემებზეფოკუსირებაუფრომეტპრობლემასაღმოგაჩენინებთ. რაზე გავამახვილოთ ყურადღება პრობლემების მოსაგვარებლად?

ByIvan Misner

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლების წინ დავიწყე ჩემს ბიზნესში მეთოდის გამოყენება, რომელიც დოქტორ მარკ მაკკერგოუსგან (The Solutions Focus-ის თანაავტორი), ჩემი მეგობრისგან ვისწავლე. ეს მეთოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა უარყოფით განწყობასთან გამკლავებაში, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც კომპანია პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

ადამიანებს ისეთი ბუნება აქვთ, რომ ისინი, როგორც წესი, პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და არა მათ მოგვარებაზე. ბევრჯერ შეამჩნევდით, რომ ადამიანები ისევ და ისევ პრობლემებზე არიან კონცენტრირებულნი. ისინი მათზე იმდენი ხნის განმავლობაში ამახვილებენ აქცენტს, რომ ნამდვილი ექსპერტები ხდებიან −პრობლემების ექსპერტები.როგორც აღმოვაჩინე, ამგვარი ადამიანების"აზროვნების გადატვირთვ"ხელის შეწყობა ორგანიზაციაში უზომოდ მნიშვნელოვანია, რათა მათ, პრობლემების ნაცვლად, გამოსავლის მოძებნაზე გაამახვილონ ყურადღება.

მაგალითად, ფრანჩაიზების ჯგუფთან, თანამშრომლებთან ან თუნდაც ჩემი ორგანიზაციის წევრებთან საუბრისას მთელი რიგი შეკითხვების დასმა ვისწავლე იმ შფოთვის შესახებ, რომელიც მათ კონკრეტულ საკითხებზე ჰქონდათ. მაგალითად, შემეძლო გუნდისთვის მეკითხა:"რა პრობლემა გაქვთ?"ზოგჯერ მათ შესაძლოა რაღაც მსგავსი ეთქვათ პასუხად:"რეფერალები. საკმარის ხარისხიან რეკომენდაციებს ვერ ვიღებთ".ამ პროცესის გამოყენება მაშინ შევძელი, როგორც კი პრობლემა გავაცნობიერე.

პრობლემის მასშტაბიდაადგინეთ

უპირველესად, ჩემს გუნდს ვეტყოდი, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში შემეძლო დახმარება. შემდეგ, ვისაც პრობლემას აქვს, შეკითხვას დავუსვამდი:"რამდენი ქულით შეაფასებდით პრობლემას 1-10 სკალაზე, სადაც 1 ნიშნავს, რომ საერთოდ არ იღებთ ხარისხიან რეკომენდაციებს, ხოლო 10 კი, იმაზე მეტ ხარისხიან რეკომენდაციებს იღებთ, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით?".ბედის ირონიით, ადამიანები, რომლებსაც ამ ტიპის შეკითხვას ვუსვამდი, თითქმის ყოველთვის 4-თან ახლოს რაიმე ციფრს ასახელებდნენ. ვთქვათ, ადამიანი მეუბნება, რომ საკუთარ პრობლემას 4 ქულა მიანიჭა.

ჩემი პასუხი ამ განაცხადზე ყოველთვის არის:"რატომ ასეთი მაღალი ქულა?".როდესაც ამას ვამბობ, ეს ადამიანი თითქმის ყოველთვის სრულიად თავგზააბნეულია და რაღაც ამგვარს ამბობს,"არა, მე 4 ვთქვი, დაბალია, არა?"მე ვუპასუხებ:"დიახ, მესმის - თქვენ 4 ქულა დაასახელეთ 10-იდან. მაგრამ მე გეკითხებით, რატომ დაასახელეთ 4 და არა 3 ან 2? თუნდაც ერთი არგუმენტი მითხარით, რამაც გაიძულათ უფრო დაბალი კი არა, 4 ქულა გეთქვათ".შემდეგ ისინი ერთ დადებით მიზეზს ასახელებენ, რატომ შეაფასეს პრობლემა 4 ქულით და არა უფრო დაბალი ციფრით.

დაადგინეთ, რა მუშაობს

ახლა უკვე, სხვა ადამიანზე გადავდივარ და ეს მნიშვნელოვანია, – პირს, რომელიც ჩივის, არ ვაძლევ უფლებას დიალოგი აკონტროლოს. სხვებს მივმართავ:"კიდევ რაიმე სხვა, თუნდაც მხოლოდ ერთი ფაქტორი დამისახელეთ, მხოლოდ ერთი, რომელიც ამ საკითხში თქვენს სასარგებლოდ მუშაობს".

შემდეგ ვიღაც სხვა აუცილებლად სხვა ციფრს დამისახელებს. პროცედურას ისევ და ისევ ვიმეორებ, ამჯერად სხვა ადამიანებთან. პასუხს ყოველ ჯერზე ვიწერ (სასურველია დაფაზე, სადაც ყველას შეუძლია კომენტარების დანახვა). ბედის ირონიით, თითქმის ყოველთვის მყავს ადამიანი, რომელიც რაღაც ასეთს ამბობს:"სინამდვილეში, მე არ მივცემდი მას 4ქულას, ვფიქრობ, უფრო მაღალიუნდა იყოს −7 ან 8ქულა. ისევვკითხულობ: "შესანიშნავია, რატომ ასეთიმაღალიციფრი?"ისინი შემდეგ თავიანთ აზრს ამატებენ სიაში, რომელსაც მე დაფაზე დავწერ.

გამოსავლისმოძიებისვარიანტებგადახედვა

როგორც კი საკმაოდ ბევრი იდეა გამოჩნდება (დაახლოებით რვიდან თორმეტამდე), ნელ-ნელა მთელი სიის განხილვას ვიწყებ და ყველა ჩერდება იმ საკითხებზე, რომლებიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ეფექტიანია და ვუხსნი მათ, რატომ მიმაჩნია ისინი მნიშვნელოვნად. ამ დროს ვამბობ იმას, რაც თითქმის ყველას აკვირვებს:"სიმართლე რომ ვთქვა, არ მგონია, ჩემი დახმარება გჭირდებოდეთ. თქვენ უკვე იცით, რა არის საჭირო ამ პრობლემის გადასაჭრელად. თქვენ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეთ, თითქმის ყველაფერი მიმოიხილეთ, რაც თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად გჭირდებათ, რათა ამ სიით წარმატებას მიაღწიოთ. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფს შექმნით ორგანიზაციაში, თუ იმ საქმეების დიდ ნაწილს გააკეთებთ, რაც მე გადმომეცით".შემდეგ ვპირდები, რომ მათ ხელმძღვანელთა გუნდსაც შევხვდები და სიის პუნქტების გადახედვაში დავეხმარები, რათა პრიორიტეტები თემების მნიშვნელობის მიხედვით დასახონ.

ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანები პრობლემის წინაშე დგანან, ისინი როგორც წესი, უარყოფითზე ამახვილებენ ყურადღებას, გამუდმებით იმას ხედავენ, რაც არ მუშაობს, იმის ნაცვლად, რომ დაინახონ ის, რაც მუშაობს. სიმართლე ის არის, რომ თუ პრობლემებზე გავამახვილებთ ყურადღებას, უფრო მეტ პრობლემას ვიპოვით. თუმცა, თუ გამოსავლის მოძებნაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უფრო მეტ გამოსავალს ვიპოვით. გამოსავლის მოძებნა არის ის, რაც ჩვენს სამყაროს სჭირდება − ჩვენ ხომ საკმარისად გვაქვს პრობლემები.

Wavy Line
Ivan Misner

Entrepreneur Leadership Network VIP

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

13 სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს რეზიუმეში

ჩვენ ყველამ უკვე ვიცით, რა არ უნდა ჩაწეროთ რეზიუმეში, ახლა იმაზე, რა უნდა ჩაწეროთ

სიახლეები

Prime Fit - ახალი და კომფორტული ფიტნეს კლუბი აუზით

ყველაფერი, რაც საჭიროა ვარჯიშისა და დასვენებისთვის