სიკეთე ბრუნდებაპანდემიის დროს საკითხავი: როგორ დავუკავშირდეთ ერთმანეთს

意见表达sed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

雷竞技手机版

RHONE-ისთვის, რომელიც მამაკაცის ტანსაცმელს ყიდის, მძიმე პერიოდი დადგა. როდესაც პანდემია დაიწყო, ოთხი მაღაზიის დახურვა და უამრავ საბითუმო დანაკარგთან მოუხდა გამკლავება. მისმა დამფუძნებლებმა საგრძნობლად შეამცირეს საკუთარი ხელფასები, თანამშრომლებისა კი, 10 პროცენტით. შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ RHONE-ისთვის ნაღდი ფულის ეკონომია იყო საჭირო, კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი ფასდაკლებების მიცემა და სუფთა მოგების 2 პროცენტის გადაცემა გადაწყვიტეს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო მუშაკებს ეხმარებოდნენ.

ზოგიერთები იტყვიან: „უპირველესად, საკუთარი თავი უნდა დავიცვათ", ‒ ამბობს RHONE-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნაით ჩეკეტსი, ‒ „მაგრამ ბრენდებმა მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე კი არა, ადამიანებზე უნდა იფიქრონ", და სრულიად მოულოდნელად, მსგავსი მცდელობები სასარგებლო აღმოჩნდა ბიზნესისთვის. Rhone თანამშრომლების განწყობას ადევნებს თვალყურს და როდესაც კომპანიამ თავის საქველმოქმედო შენაწირებზე განაცხადა, დაინახა, რომ თანამშრომელთა კმაყოფილების დონეც მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაყიდვებიც.

ბოლორამდენიმეთვისგანმავლობაშიანალოგიურინაბიჯები ბევრმა ანტრეპრენერმა გადადგა: სერვისების უსასყიდლოდ შეთავაზება იყო ეს, საქველმოქმედო შენატანები თუ კიდევ ბევრი სხვა (Checketts კომპანიებს მრავალი მათგანის ორგანიზებაში ეხმარება: მან დააფუძნა Brands x Better ‒ 100-ზე მეტი ბრენდის კოლექცია, სადაც გაცემაზე ფიქრობენ). ის ამბობს, რომ აქ ძალიან სერიოზული ფინანსური არგუმენტებია. კრიზისების დროს, მომხმარებლები, როგორც წესი, იაფფასიანსა და ადვილად ხელმისაწვდომ პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, როდესაც პატარა და ადგილობრივი ბრენდები სხვების დახმარებაზე იწყებენ ზრუნვას, მომხმარებლები გაცილებით დიდი ხალისით ბრუნდებიან მათთან.

„ეს კიდევ უფრო ერთგულს ხდის კლიენტებს, რადგან დადასტურების მიკერძოების დონე არსებობს", ‒ ამბობს იგი, ‒ „როდესაც ბრენდი გიყვარს და ხედავ, რომ კეთილ საქმეებს აკეთებს, რაღაც ამგვარს აუცილებლად იტყვი, ‒ აი, რატომ მიყვარს ეს ბრენდი!"

ვინ და რა უნდა დააფინანსოს ბრენდმა? ‒ ამ საკითხს ნუ გაართულებთ", ‒ ამბობს იგი. ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა თანამშრომლებს ჰკითხოს აზრი, ან კენჭისყრაც კი ჩაატაროს იმის დასადგენად, თუ სად უნდა წავიდეს ფული. Checketts ამბობს, რომ შესაძლოა ამის თაობაზე თანამშრომლების აზრი გაიყოს, ნაწილი თავისი იდეების ერთგული დარჩება და იმედი გაუცრუვდება, თუ მათი იდეა არ გაიმარჯვებს. ამის ნაცვლად, ის ლიდერებს რაიმე ისეთი საქმის შერჩევას ურჩევს, რომლის დაფინანსებაც ბუნებრივი იქნება... და შემდეგ, ყველას გაერთიანებას ამ იდეის გარშემო. ის ასევე ფრთხილია ზედმეტი თვითრეკლამის მიმართ.

ადამიანებს მოსწონთ კეთილი საქმეები, მაგრამ არა საჩვენებელად გაკეთებული (PRWeek / Morning Consult-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვისას, რესპონდენტთა 42-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ბრენდები მეტისმეტად ცდილობდნენ თავიანთი სოციალური მისიების წარმოჩენას). Checketts-მა ნაწილობრივ ამის გამო შექმნა Brands x Better. „ამ ორგანიზაციით", ‒ ამბობს იგი, ‒ „ჩემს PR-დეპარტამენტს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხოტბის შესხმაზე კი არა, გუნდური ძალისხმევების ხელშეწყობაზეც შეუძლია ყურადღების გამახვილება".

„თქვენს ბრენდზე ისე იფიქრეთ, როგორც ურთიერთობის საშუალებაზე", ‒ ამბობს იგი, ‒ „ჩვენ ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ იმის გამო მოდიან ჩვენთან, რომ რაღაც სურთ, და ზოგიერთები კი იმიტომ, რომ მზად არიან დასახმარებლად, როდესაც რაიმე დაგჭირდებათ. შემდეგ, თუ მათ დასჭირდებათ რაიმე, არც კი იტყვიან. აი, სწორედ ასეთი ბრენდის შექმნა სურს მას".

გაცემის 4 გზა

კარგი იდეები, დიდი და პატარა

1.ფონდებისმოზიდვა

Thynk Global ახალი ერთობლივი მუშაობის სივრცეა მაიამიში. მისმა თანადამფუძნებლებმა ‒ მეგან მორინმა და ჯანი სუაჰმა, ვირტუალური ერთობლივი ცეკვის მარათონი ჩაატარეს და მთელ მაიამიში მოიზიდეს ფონდები. შეგროვილი თანხით, ერთობლივი მუშაობის სივრცეს უფასოდ შესთავაზებენ ადგილობრივ ანტრეპრენერებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ COVID-19-ის გამო ადგილი შეეცვალათ.

2.შეცვალეთადამიანებისცხოვრებანაღდიფულისდახმარებით

ლარი კონორმა, უძრავი ქონების კომპანია The Connor Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, $1.6 მილიონი გამოიმუშავა საფონდო ბაზარზე პანდემიის პირველ დღეებში. მან ეს ყველაფერი კომპანიის თანამშრომლებს გადასცა ბონუსების სახით. შემდეგ კი, პირობა დადო, რომ მცირე ბიზნესსესხების პროგრამისათვის, დამატებით 1,5 მილიონ დოლარს გამოყოფდა.

3.მხარიდაუჭირეთსაზოგადოებებს

როდესაც რასიზმმა აზიური საზოგადოებისკენ დაიწყო სვლა, მინა ჰარისის კომპანია Phenomenal Woman Action Campaign მაისურებს ყიდდა, რომლებზეც ასეთი წარწერა იყო: „ფენომენურად აზიური". მაისურებს ცნობილი ადამიანები იცვამდნენ, გაყიდვების მაჩვენებლები გაიზარდა, სუფთა მოგება კი აზია-წყნარი ოკეანის ქალთა ნაციონალურ ფორუმს გადაეცა.

4.შექმენითახალიორგანიზაცია

ლილიან ჩანმა 15 წელიწადი გაატარა მშენებლობაზე და იცოდა, რომ მის ინდუსტრიაში N95 ტიპის გამოუყენებელი სახის ნიღბები იყო, ამიტომ სწრაფად შექმნა ჯგუფი ‒ Give Armor, რომელიც ჰოსპიტლებსა და კლინიკებს პერსონალური დაცვის ჭარბ საშუალებებს აწვდის.

Related Topics

როგორ დავიწყო ბიზნესი

Top 5 Fun (not really) Facts About Doing Business in India

Where nothing is straightforward and everything is in abundance

Business News

"ვენროლი" - ქართული სასწავლო მობილური აპლიკაცია

"ვენროლი" სწავლების მოქნილ, განსხვავებულ და თანამედროვე გამოცდილებას გთავაზობთ