თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოსხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი" მოეწყო.

მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე „Ma gemme•მაგემე"-ს სახელწოდებით ხდება.

კომპანიამ „აგროწარმოების ხელშეწყობის" პროგრამიდან გრანტი მიიღო და შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 350,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სექტორში თიბისის ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თიბისისთვის, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, განსაკუთრებით ახლა - სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდში, პრიორიტეტულია ისეთი მსხვილი თუ მცირე ზომის პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს.

Wavy Line
雷竞技手机版企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინდუსტრიული ტრენდები

სტარტაპების ჟარგონი, რომელიც უნდა იცოდეთ

მნიშვნელოვანია იმ ენაზეც საუბრობდეთ, რომელიც ინვესტორებს ესმით