''კაფუნე'' - სივრცე სოციალიზაციისთვის"კაფუნეში" პრობაციონერი და ყოფილი მსჯავდებულები არიან დასაქმებულები

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კაფუნე

სოციალური კაფე „კაფუნე" რუსთავში არსებული სივრცეა, რომელიც სოციალიზაციასა და ერთმანეთისთვის დადებითი განწყობის გაზიარებაზეა ორიენტირებული. „კაფუნეში" პრობაციონერი და ყოფილი მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სწორედ მათი ძალისხმევით ქმნის კაფე სივრცეს, რომელიც ერთდროულად სოციალიზაციის, სამოქალაქო განათლების, ინტელექტუალური გართობისა და სასიამოვნო დროის გატარების კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

„კაფუნე" ხშირად სხვადასხვა თემატიკაზე მოსაუბრე სპიკერებს, გამოცდილ ადამიანებს მასპინძლობს, რომლებიც აუდიტორიას მათთვის საინტერესო აქტუალურ საკითხებზე ესაუბრებიან. „კაფუნეს" დამფუძნებლებს − სოფიო მალაქშანიძესა და ლუკა კობერიძეს, სურდათ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებითა და ჩართულობით შეექმნათ სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ.

„სოციალური საწარმოს დაარსების ან განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობის აღების იდეა და მოტივაცია, ძირითადად შთაგონებულია კონკრეტული პრობლემის დანახვითა და მისი გამოსწორების გზების ძიებით. შესაბამისად, ჩვენი მოტივაციაც საზრდოობს იმ პრობლემების მოგვარების სურვილით, რომლებსაც საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში ვაწყდებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს დავამსხვრიოთ სტერეოტიპები კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან დაკავშირებით, მივცეთ მათ პროფესიული ცოდნა, მოვახდინოთ მათი საზოგადოებაში დაბრუნება და დავასაქმოთ", − აცხადებს ლუკა კობერიძე, „კაფუნეს" დირექტორი.

დადებითი სოციალური ცვლილებების მოტივაციით სავსე გუნდს მიაჩნია, რომ ამ სექტორის განვითარებისთვის სოციალური საწარმო ბაზარზე იმგვარი ბიზნესსტატუსით უნდა პოზიციონირდებდეს, რომელიც განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ეს კი, ვიდრე აღნიშნული სტატუსი არ გაჩნდება კანონმდებლობაში და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული. საზოგადოების მზადყოფნა კი, მიიღოს სოციალური საწარმო დადებითად, „კაფუნეს" გუნდს უკეთესის მოლოდინს უჩენს.

სოციალურიმეწარმეობისმეტადგასავითარებლად,სოციალურ კაფე-საწარმოში მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ ამ კუთხით მეტი უნდა გააკეთოს.

„კანონმდებლებისთვის ჩვენ ერთი რამ გვაქვს სათქმელი: გადადგან გაბედული ნაბიჯები, რომლებიც დააჩქარებს ცვლილებებს სოციალური საწარმოებისთვის და მათ საქმიანობას უფრო ეფექტურსა და შედეგიანს გახდის. ეს აუცილებელია, რადგან სოციალური საწარმოები მოქმედებენ ისეთ პრობლემებზე, რომელთა მოგვარება არ არის მარტივი და გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული ვითარებით. საზოგადოებას კი მივმართავთ, რომ საკუთარი ქმედებებით დაუჭირონ მხარი სოციალურ საწარმოებს, ვინაიდან ყველა სოციალური საწარმო მომართულია, რომ კონკურენტული და ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს და შედეგად, გაამართლოს საკუთარი მიზანი და მისია", − ამბობს ლუკა კობერიძე.

მანამდე კი, „კაფუნე" მსურველებს რუსთავში დღის 12:00 საათიდან ყოველდღე ელოდება, სადაც გემრიელ მასპინძლობასთან ერთად, უამრავ აქტივობასა და ერთმანეთისთვის აზრების, განწყობის გაზიარების შესაძლებლობებს ჰპირდება.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინდუსტრიული ტრენდები

სტარტაპების ჟარგონი, რომელიც უნდა იცოდეთ

მნიშვნელოვანია იმ ენაზეც საუბრობდეთ, რომელიც ინვესტორებს ესმით