''ლოგოსი'' - ხიდი საერთაშორისო წარმატებისკენწარმატების 10 წელი

Byსალომე ქუშაშვილი

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლოგოსი

"საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" წელს დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა კურსდამთავრებულთა დიდი წარმატებებით გამოირჩევა. არსებობის მანძილზე „ლოგოსი" 211-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათ სწავლა სოლიდური დაფინანსებებით ევროპის, ამერიკისა და საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გააგრძელეს. ლოგოსელების რჩეული უნივერსიტეტებისსიავრცელია, მოპოვებული დაფინანსების ცალკეული თუ ჯამური რაოდენობა კი შთამბეჭდავი. მოსწავლეთა მიერ საზღვარგარეთ მიღებული საერთო გრანტის მოცულობა 6 930 700 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საქართველოში კი 445 500 ლარს.

კითხვაზე, თუ რა არის ასეთი მასშტაბური წარმატების საფუძველი, "ლოგოსში" გვპასუხობენ, რომ სკოლა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე ინდვიდუალურ მიდგომას, მზრუნველ გარემოსა და მაღალი ხარისხის აკადემიურ პროგრამას სთავაზობს. სკოლის კურიკულუმი "ლოგოსის" საავტორო საგნებსა და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებს მოიცავს. ეს ყველაფერი კი ლოგოსელებს იმ საჭირო უნარებს და ცოდნას აძლევს, რომლებიც მათ, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, დასახული მიზნებისა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. სკოლის გუნდი კი მუდმივად მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განვითარებაზე მუშაობს.

College counseling-ის ინოვიციური პროგრამა ლოგოსელებს სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრასა და შესაძლო დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება. ისეთი საავტორო საგნები, როგორებიცაა „ცხოვრებისეული უნარები", "ფილოსოფიის შესავალი" და სხვა, მოსწავლეებს ახალ, ინტერკულტურულ გარემოსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ადაპტაციაში ეხმარება. ლოგოსელები თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას მსოფლიოს ყველა კუთხეში ახერხებენ. მიღწეული შედეგები იმის დასტურია, რომ "საერთაშორისო აკედემია ლოგოსის" კურსდამთვრებულები გლობალიზებული სამყაროს გამოწვევებისთვის მზად არიან და, რომ სკოლა სწორი მიმართულებით ვითარდება.

"ლოგოსში" სწავლის მსურველთათვისრეგისტრაციადასასრულს უახლოვდება. რეგისტირებული აპლიკანტებისთვის მისაღები გამოცდა 20 ივნისს ჩატარდება.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი

ინსპირაცია

45 წესი უკეთესი ცხოვრებისთვის

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

სიახლეები

აიშენე სახლი საუკეთესო ფასად

სპეციალური შემოთავაზება სახლის კარკასებზე kohi.ge-სგან