Opel Experimental: კონცეპტუალური კროსოვერი ელექტრო მომავლისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოპელმა ახალი კონცეპტუალური Opel Experimental წარადგინა. ახალი ელექტრო კროსოვერის Opel Experimental-ის მსოფლიო პრემიერა მიუნჰენში, 2023 წლის სექტმებერში IAA Mobility-ზე გაიმართება. ფლორიან ჰიუტლის თქმით, ექსპერიმენტალი ბრენდის მომავლის ხედვას და მის მოწინავე სულისკვეთებას ასახავს".

Experimental ოპელის სამ მთავარ ფასეულობას აერთიანებს - თანამედროვე გერმანული, დეტოქსი და გრინოვაცია.
ის თანამედროვე გერმანული ავტომობილია, რომელიც ფუტურისტულ დიზაინთან ერთად იდეალურად კომბინირებულია 4X4 წამყვანი თვლიან ელეტრო ძრავასთან. მარტივი ფუნქციონალის წყალობით ის ერთგვარ დეტოქს განწყობას ქმნის და ხვდები რომ მასში ზედმეტი აღარაფერია. მაქსიმალური აეროდინამიკური ეფექტურობა კი დაბალი ენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს, რაც ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვის შედეგია.

Opel Experimental თამამი და მკვეთრი დიზაინის ფილოსოფიის მაქსიმალური ინტერპრეტაციაა. მის დახვეწილ სილუეტში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ქრომის არარსებობაა. მის სანაცვლოდ გამოყენებული გარე განათების სისტემა და კონტრასტული გრაფიკული ჩანართები მეტ ინდივიდუალიზმს და დახვეწილობას მატებას, მოდელის ისედაც შთამბეჭდავ პროპორციებს. ახალი განათებული ოპელის სიმბოლო Blitz ამაყად ზის ბრენდის საფირმო Compass-ის ცენტრში, რომელიც სამუხრუჭე მაშუქის სახით მეორედება და ელეგანტურად ასრულებს ელექტრო კროსოვერის უკანა მხრეს.

Opel Experimental კომპაქტურ C სეგმენტს მიეკუთვნება, თუმცა ინტერიერი D სეგმენტისთვის დამახასიათებელი სივრცით გამოირჩევა. სამართავი პანელიმექანიკური კომპონენტებისგან სრულად გათვაისუფლებულია და მხოლოდ ძირითად ინფორმაციას გადმოსცემს. საჭე მარტივად კეცვადია, სავარძლბი მსუბუქი, რომელზეც 3D ტექნოლოგიით შექმნილი მატერია ეკვრის. მთლიანი სივრცე განსაკუთრებული მართვის გამოცდილების გარანტია.

ბრენდის სამომავლო ხედვაზე ფოკუსირებით, Opel Experimental აგრძელებს კონცეპტუალური ავტომობილების ხანგრძლივ და წარმატებულ ტრადიციას "დამზადებულია Rüsselsheim-ში", რომელიც 1965 წელს დაიწყო, როდესაც Opel-მა ლეგენდარული ექსპერიმენტული GT-ის ფორმა წარადგინა.

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ლუდსახარშების მედგარი კონკურენცია

ლუდის წარმოების ახალი ტენდენციები