რატომ ემუქრება TikTok-ს დამატებითი აკრძალვები აშშ-ში?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TikTok

არავისთვისაა გასაკვირი, რომ TikTok შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად რჩება, რადგან მას 150 მილიონი ამერიკელი − მოსახლეობის თითქმის ნახევარი, იყენებს ყოველთვიურად. აღნიშნული სოციალური ქსელი გთავაზობთ მუსიკის, ცეკვის და სხვადასხვა ინფორმაციის გაუთავებელ მოძრავ ნაკადს. ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ დაახლოებით ხუთი მილიონი ბიზნესისთვის TikTok დღესაც რჩება ერთ-ერთ მთავარ მარკეტინგულ ინსტრუმენტად.

ასე რომ, თუ ამერიკელებს ასე ძალიან მოსწონთ TikTok, მაშინ რატომ მიიღო აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტთა მთელი ნუსხა, რომლის გამო შესაძლოა TikTok აიკრძალოს?

თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში TikTok-ის გამოყენება აშშ-ის სამთავრობო მოწყობილობებზე აიკრძალა. ბაიდენის ადმინისტრაცია კი ახლა TikTok-ის მთლიანი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვას განიხილავს, იმ შემთხვევაში, თუკი TikTok-ს მფლობელი კომპანია არ გაასხვისებს.

კონგრესს TikTok-თან დაკავშირებით სამი ძირითადი ბრალდება აქვს. პირველი − TikTok აგროვებს მომხმარებლების შესახებ მონაცემებს; მეორე − ბავშვები დამოკიდებულნი ხდებიან TikTok-ის მრავალი ხნით გამოყენებაზე; და მესამე − ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ დეზინფორმაცია და ძალადობა აღნიშნულ სოციალურ ქსელში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე ეხება Facebook-ს, Instagram-სა და YouTube-ს.

მაშ,რაარისზემოთაღნიშნულსოციალურქსელებსშორისგანმასხვავებელი? − ჩინური გავლენა. კონგრესმენების თქმით, TikTok-ის მშობელი კომპანია, სახელად ByteDance, ჩინეთშია დაფუძნებული, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან.

ნიშანდობლივია ისიც, რომ TikTok მრავალი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა აშშ-ის მთავრობა, რომ აშშ-ს მომხმარებლის მონაცემები ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინახებოდა. თუმცა როგორც ჩანს, ამან საკმარისი შედეგი ვერ გამოიღო.

ნამდვილად არის თუ არა TikTok საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის?

TikTok რეალურად მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების რისკია, რამდენადაც ჩინეთის მთავრობას შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები TikTok-ზე ან მის მშობელ კომპანიაზე. ცნობისთვის, ჩინეთს ეროვნული უსაფრთხოების კანონები აქვს, რომლებიც ავალდებულებს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ კომპანიებს, ითანამშრომლონ ჩინეთის უსაფრთხოების საქმიანობაზე მომუშავე უწყებებთან.

კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მკვლევრების განცხადებით, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელ TikTok-ს, ამბობენ, რომ TikTok დიდად არ განსხვავდება სხვა სოციალური ქსელებისგან მის მიერ შეგროვებული მონაცემების ან კომპანიის სერვერებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით.

კიდევ სად არის TikTok აკრძალული?

ინდოეთმა TikTok 2020 წლის ზაფხულში, მას შემდეგ აკრძალა, რაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო ტერიტორიაზე რამდენიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც აღნიშნული ნაბიჯით სოციალურმა ქსელმა მოულოდნელად 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მოწყობილობებზე აპლიკაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ნელი ტემპით ვითარდება მოვლენები, სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ, TikTok-ის აკრძალვა ოფიციალურ, სამთავრობო მოწყობილობებზე უკვე განახორციელეს.

როგორ რეაგირებს ჩინეთი აშშ-სულტიმატუმზე吗?

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ფედერალურ თანამშრომლებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა, ჩინეთმა აშშ დეზინფორმაციის გავრცელებასა და TikTok-ის ჩახშობაში დაადანაშაულა.

"რამდენად დარწმუნებული შეიძლება იყოს მსოფლიოს წამყვანი ზესახელმწიფო, როგორიცაა აშშ, რომ შეეშინდეს ახალგაზრდების საყვარელი აპლიკაციის? − განაცხადა სპიკერმა მაო ნინგმა.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი