საქართველოს ბანკის ახალი PLUS ბარათი გაუმჯობესებული პირობებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მომხმარებლის სიახლეებით მუდმივ წახალისებას განაგრძობს. პირველად საქართველოში, ბანკმა მომხმარებელს American Express-ის სადებეტო - PLUS ბარათი შესთავაზა.

PLUS ბარათი მაქსიმალურადაა მორგებული ყოველდღიურ საჭიროებებს. ბარათის მფლობელები ყოველი გადახდისას სხვადასხვა უპირატესობით ისარგებლებენ - დააგროვებენ გაზრდილი რაოდენობის PLUS ქულებს, მიიღებენ ფასდაკლებებს, cash back-ს და განსაკუთრებულ შეთავაზებებს.

კონკრეტულად, 50 ლარზე მეტის გადახდისას, მომხმარებელი SPAR Georgia-ში 5%-იან cashback-ს მიიღებს, Extra.ge-ზე ნებისმიერი შენაძენისას სამჯერ მეტ PLUS ქულებს დააგროვებს, ხოლო Wolt-ზე გარკვეული თანხის დახარჯვისას სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს.

ბარათითგადახდამხოლოდსაქართველოსბანკისტერმინალით, ყველა პარტნიორ მაღაზიაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პირველი ბარათის აღება და ვადაგასული ბარათის განახლება უფასოა.

ციფრული ბარათის გააქტიურება რამდენიმე წამში, მობილბანკიდანვე, ხოლო ფიზიკური ბარათის აღება - ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს ახალი პროდუქტებით და შეთავაზებებით წარსდგეს. ამჯერად მომხმარებელს American Express-ის ტიპის ახალ სადებეტო PLUS ბარათს ვთავაზობთ. PLUS ბარათის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიური გადახდების განხორციელებისას, მისი დახმარებით მნიშვნელოვნად მეტი დანაზოგის გაკეთება და PLUS ქულების დაგროვებაა შესაძლებელი. ამასთან, ბარათის მფლობელები შეძლებენ ბანკის პარტნიორ არაერთ მაღაზიაში, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით თუ აქციებით ისარგებლონ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მუდმივად ახალი, მათთვის საინტერესო შეთავაზებები მოვუმზადოთ", - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ბეჟიაშვილმა.

„2008 წლიდან, საქართველოს ბანკი American Express-ს მნიშვნელოვან პარტნიორობას უწევს, რის ფარგლებშიც შეიქმნა American Express-ის ქართული კომერციული ქსელი და გაიცა არაერთი პერსონალური და ბიზნეს საკრედიტო ბარათი. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ახალი PLUS სადებეტო ბარათი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს მის მუდმივად ცვლად მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ",- აცხადებს ვივი გალანი, ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, ბიზნესის განვითარება, American Express-ის გლობალური ქსელური სერვისები.

მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3BKeytp

American Express-ი გლობალურად ინტეგრირებული გადახდების კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ისეთ პროდუქტებს და გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და აუმჯობესებს ცხოვრებას. American Express-ი პარტნიორობს მსოფლიოში წამყვან ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა გამოსცეს American Express-ის ბრენდის პროდუქტები. მისი პარტნიორების, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ბრენდის ძლიერი მიმზიდველობით, American Express-მა კიდევ უფრო გააფართოვა ქსელის წვდომა მსოფლიოს მასშტაბით.

雷竞技手机版企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

დავით ჭიაბერაშვილი SkyTel-ის კომერციულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

"სქაიტელის" გუნდის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, განურჩევლად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

მენეჯმენტი

რას ნიშნავს იდეალური სამიზნე

კლიენტის მოძებნის კონცეფცია ახალბედა ანტრეპრენერთათვის

სიახლეები

2024 წლის გაზაფხულზე თბილისში Outlet Village იხსნება

10 ჰექტარსა და 20,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული 110 ბრენდული მაღაზია ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს

ინდუსტრიული ტრენდები

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

"ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის