1000 წუთი - სად მიდის ჩვენი დრო? - ღონისძიება თემებზე, რომლებზეც არ ვლაპარაკობთ

表达的观点Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

ციფრულ ეპოქაში, სადაც თითოეული ჩვენგანი წარმატებისკენ ისწრაფვის, ცდილობს მიზნებს მიაღწიოს, ოცნებები აისრულოს, ბევრი რამ მოასწროს, მაქსიმალურად შორს წავიდეს, ხშირად ამოსუნთქვა გვავიწყდება.

არადა დღე-ღამეში სულ 1440 წუთია, აქედან დაახლოებით 8 საათი ანუ 480 წუთი ძილისთვის გვჭირდება. 1000 წუთი გვრჩება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ.

დღეში 1000 წუთი გვაქვს ყველაფრისთვის: გადავწყვიტოთ რა ჩავიცვათ, რამენაირად საცობებს ავცდეთ, არ დავაგვიანოთ სამსახურში, გაგზავნოთ ყველა მეილი, ჩავატაროთ ყველა შეხვედრა და შუალედებში ოჯახთან/შვილთან/შეყვარებულთან/ქრაშთან ურთიერთობაც არ გამოგვრჩეს. ერთი ამბიდან მეორე ამბამდე, ერთი დედლაინიდან მეორე დედლაინამდე, ერთი მეგობრიდან მეორე მეგობრამდე მივირბინოთ ისე, რომ გზად საკუთარი თავიც არ დაგვავიწყდეს.

როგორ ვატევთ 1000 წუთში ყველაფერს? ვატევთ კი? და თუ ვატევთ, ეს რის ფასად გვიჯდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 9 ივლისს, ბაზალეთის ტბაზე ფსიქოლოგები, სპორტსმენები, მწერლები, რეჟისორები, მუსიკოსები, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ციფრული სფეროს პროფესიონალები ერთად შეეცდებიან.

ღონისძიების ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ ნახოთ აქ

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

ღონისძიება ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილ სივრცეშირელიეფი ბაზალეთზეგაიმართება. დღის 15:00 საათიდან ღონისძიების სტუმრებს მოდუნებისა და საკუთარ თავზე ზრუნვაში პარტნიორი ორგანიზაციები დაეხმარებიან - სწორი კვების ვორქშოპი, ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ, კრივის მასტერკლასი, სახის იოგა, შვებულების სწორად დაგეგმვა და სხვა ღონისძიებები საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საღამოს 18:00 საათიდან კი სცენა სპიკერებს დაეთმობა, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ციფრული ეპოქის გამოწვევებთან დაკავშირებით: სტრესი, დროის ქრონიკული დეფიციტი, ემოციური გამოფიტვა, შფოთვის მაღალი ხარისხი, სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გავლენა - ანუ თემები, რომლებიც ხშირად გვაწუხებს, მაგრამ რომლებზეც იშვიათად ვლაპარაკობთ

ღონისძიების ფეისბუქ ივენთი შეგიძლიათ ნახოთ აქ

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

ღონისძიების პარტნიორები არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, Redbull, IZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Entrepreneur Georgia, Business Insider Georgia, საინფორმაციო პორტალი ambebi.ge, Marketer.ge, BMG, On.ge, Diary და ახალგაზრდული პლატფორმა imitom.ge

ეს არ არის ღონისძიება, სადაც ყოფნა უნდა მოასწრო.

ეს არის ღონისძიება, სადაც უნდა იყო.

Wavy Line

Related Topics

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

მარკეტინგი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ ასწლეულს ახალი ვიზუალური იდენტობით იწყებს

საიუბილეო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნივერსიტეტის რებრენდინგია