"იგრიკა" გიყვება მივიწყებულ ამბებს, რომლებიც შენით განაგრძობს თხრობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებითა და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით, ქართული ბრენდი"იგრიკა"ტრადიციული რეწვის შენარჩუნებას ცდილობს. ბრენდის თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთი და უნიკალურია, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორია აქვთ.

"იგრიკა" უძველეს ქართულ ორნამენტებსა და სიმბოლოებს თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს, თანაც ისე, რომ საკუთარი მნიშვნელობა არ დაკარგონ. ნივთებს ჩვენამდე იდუმალი შინაარსები, მივიწყებული სახე-სიმბოლოები, საამაყო და თაროზე შემოდებული სიტყვები მოაქვთ, რომლებსაც ჩვენ ინდივიდუალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ამ იდუმალი და უნიკალური ბრენდის შემქმნელები გრიგოლ დალაქიშვილი და ბაია ლომსაძე არიან, რომლებმაც მთელი თავიანთი სიყვარული "იგრიკაში" გააერთიანეს, უძველესი ორნამენტები, სიმბოლოები და მათი ამბები გააცოცხლეს და ჩვენც ამ პროცესის ნაწილად გვაქციეს, რადგან "იგრიკას" თითოეული პროდუქტის შეძენისას "ამბავი შენით განაგრძობს თხრობას..."

ინსპირაციის წყარო მდიდარი ქართული კულტურა გახდა. ორივე მათგანს იზიდავდა მისი იდუმალი, სიმბოლოებით სავსე სამყარო, რომელიც უხსოვარ დროს ერის ტოტემურმა აზროვნებამ შექმნა. პლუს ამას, საშლელსა და რეზინზე სხვადასხვა ფორმის ამოკვეთა ბაიას გატაცება იყო, რამაც საბოლოოდ წყვილს "იგრიკას" დაარსებისკენ უბიძგა.

"თავიდანგამეცინაკიდეც,საშლელზეთავისივეხელითდამზადებულიპაწუაიარაღითრომდაუწყოთევზისფორმასჭრა,მაგრამმალევეგავიაზრეთ,რომუამრავისაოცარიესკიზისშექმნადაგადატანაშეგვეძლო.ქართულიკულტურისმოტრფიალეებიადრიდანვევიყავით,ჩვენსგონებაშიკიისსიმბოლოებიდაორნამენტებიგამოიკვეთა,რომლებსაცძველქვებზე,ეკლესიისკედლებსათუხატებისდეკორაციებშიაღმოაჩენ,თან,თითქოსუკვესაუკუნეებიადაგვავიწყდა,თითოეულიესფორმადასიმბოლორაშინაარსისმატარებელია. "იგრიკა"ამსიღრმეებშისამოგზაურობილიკიგახდა,სადაცუამრავუცნობლეგენდასაღმოაჩენ,გაოგნდებიდაშეგიყვარდებასამუდამოდ",აღნიშნავსგრიგოლი.

ბრენდის სახელიც სიმბოლურია − ერთი მხრივ იგი დამფუძნებლების სიყვარულს გამოხატავს, მეორე მხრივ კი ბრენდის თავისებურებას უსვამს ხაზს. "იგრიკა" ძველქართულად "აპრილს" ნიშნავს და მისი ამბავიც სწორედ აპრილში იწყება.

"მედაბაიამაპრილშიგავიცანითერთმანეთი,დააქედანდაიწყოჩვენსცხოვრებაშიყველაზედიდიზღაპრულითავგადასავლები. "იგრიკას"იდეაცაპრილსდაემთხვადაამიტომ,ჩვენთვისსაკმაოდსიმბოლურიაღმოჩნდაესსახელი.ამასთან, "იგრიკა"ბრენდადჩამოყალიბდა,რომელსაცყველაინტერიერშიგაზაფხულიშეაქვს,სწორედამიტომვამბობთხოლმე,რომ"იგრიკას"ემოციურიგაზაფხულიმოაქვს",აღნიშნავსგრიგოლდალაქიშვილი.

"იგრიკას" სტილი და საკომუნიკაციო ვიზუალები ცოცხალია, არ აქვს ერთი კონკრეტული მიმართულება, მკაცრი წესები. მუდმივად ვითარდება და იცვლება − ლოგოსა თუ მის გარეშე ბრენდის იდენტობა გამორჩეული და დასამახსოვრებელია.

"იგრიკას"მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც მითოლოგიურ სამყაროში გამოგზაურებთ, თქვენც ამ ისტორიის მცველებს გხდით. პროდუქტებს შორისაა სუფრა, ჩანთა, კედლის საკიდი პანო, ნახატი, ხის დეკორატიული დაფა და პერსონალური საბეჭდი კერძო ბიბლიოთეკისთვის (ექს-ლიბრი), რომელიც მფლობელის ხასიათს გამოხატავს. ბრენდის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა, რომლის გამოყენება ხანგრძლივად იქნება შესაძლებელი.

ნამუშევრების შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ზოგჯერ ბეჭდვას 5-6 საათი სჭირდება, ზოგჯერ კი მთელი დღე. ამას შრობისა და ფიქსაციის პერიოდიც ემატება. მთლიანობაში კი, მთელი პროცესი საკმაოდ შრომატევადია.

"იგრიკას"თითოეული ნამუშევრის ინსპირაციის წყარო რომელიღაც ძირძველი ეკლესიის ან ძველი ნაგებობის კედელზე, პიქტოგრამებზე არსებული სიმბოლოებია, რომლებსაც ავტორისეული წარმოსახვა ემატება. მაგალითად, "მთვარის მცველი" "იგრიკას" მიერ შერქმეული სახელია იმ სიმბოლოსთვის, რომელიც ძვ.წ.აღ.-ის II ათასწლეულით თარიღდება და მთვარის ღვთაებას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლსა და ბაიასაც ხესთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და მარკეტინგშიც ერკვეოდნენ, მათთვის საკუთარი ბრენდის, და თან ქართული ბრენდის შექმნა საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

თავდაპირველად ყველაფერი ერთი პატარა მაგიდიდან დაიწყო, ახლა კი პატარა სახელოსნო და დიდი იმედი აქვთ, რომ მალე სახელოსნო-მაღაზიის გახსნას შეძლებენ. მთელი ამ დროის განმავლობაში "იგრიკას" შექმნაში მათ ოჯახის წევრები, მათ შორის 2 წლის ლეა და მეგობრები აქტიურად ეხმარებოდნენ, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში გვერდით ედგნენ.

ბრენდის განვითარების კვალდაკვალ, "იგრიკას" გუნდიც თანდათანობით იზრდება. გრიგოლთან და ბაიასთან ერთად, წარსული, მივიწყებული ამბებისა და სიმბოლოების გაცოცხლებას ლექსო ტკაჩოვიც ცდილობს. იგი სულ ახლახან შემოუერთდა "იგრიკას" გუნდს და ძველ მეგობრებთან ერთად აქტიურადაა ჩართული პროცესში.

"საქართველოშითუსაზღვარგარეთბევრგამოფენაშიმიგვიღიამონაწილეობა,თუმცა,ვფიქრობთესწვრილმანებია.ყველაზედიდიმიღწევაჩვენთვისისიყო,როდესაცადრესატთანამანათითმივედითდამანპატარაკონცერტითწერილიდასაჩუქარიდაგვახვედრაგასაოცარიგამოცდილებაიყო.ყოველიმიმოწერა,ყოველიამანათისგადაცემაიმდენადემოციურიახოლმე,ვფიქრობთ, რომ "იგრიკას"გულშემატკივრებისესსიყვარულიჩვენიყველაზედიდიმიღწევაა",ამბობსბაია.

როგორც თავად გვიყვებიან, ყველაზე რთული სოციალურ სივრცეში ადამიანებისთვის იმ ღირებულების ჩვენება აღმოჩნდა, რასაც ხელოვნების თითოეული ნიმუში ატარებს -"ხელნაკეთიპროდუქტიიმდენადცოცხალია,მასთანფიზიკურიშეხებისგარეშერთულიადააფასოის,განსაზღვროროგორცმასალის,ასევეშემოქმედებისხარისხი".თუმცა, თუ "იგრიკას" სოციალურ ქსელს გადაავლებთ თვალს, ესთეტიკურ ვიზუალებსა და ტექსტებში მკაფიოდ დაინახავთ, რომ ეს დაბრკოლება ბრენდმა წარმატებით გადალახა.

დღეს "იგრიკას" პროდუქციის შეძენა მათივე ონლაინმაღაზიაშიIGRIKASHOP.COM-ზე შეიძლება. ასევე, სუვენირების რამდენიმე მაღაზიაში: "გალერეა 27", "სიესტა" და სხვა. პროდუქცია Veli store-ისა და BE.GE-ის ონლაინმაღაზიებშიცაა განთავსებული.

სამომავლოდ, ბრენდი საკუთარი სახელოსნო-მაღაზიის გახსნას გეგმავს, რომელსაც საინტერესო ფუნქციას შესძენენ. სურთ სალექციო სივრცე გამოყონ და მასტერკლასები ჩაატარონ. გარდა ამისა, "იგრიკა" დამატებით არაერთ სიახლეს გვპირდება.

"უფროხმამაღალითემებისშემოტანასვგეგმავთ,რადგან"იგრიკამ"შეიძინაპასუხისმგებლობა,რომეძებოსდაისაუბროსქართულმივიწყებულსახე-სიმბოლოებზე.თუმცა,ამასთანავეგვსურსთანამედროვეელემენტებითგავაცოცხლოთდაგავაგრძელოთგაწყვეტილიამბები.თითოეულითემისდამუშავებადიდდროსმოითხოვს,მუზეუმებიდაბუკინისტურიმაღაზიებიკიამმხრივჩვენთვისსაგანძურისწყაროა",აღნიშნავსბაიალომსაძე.

Wavy Line

Related Topics

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი