როგორ დავათვალიეროთ ძირითადი მაღალტექნოლოგიური კომპანიების სათავო ოფისები "სილიკონ ველიზე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სილიკონველი"არისადგილი,რომლისშესახებ თითქმისყველასგვსმენია.რუკაზესილიკონველის" ვერნახავთ,რადგანისსინამდვილეშიარისმხოლოდგამოხატულება,რომელიცასოცირდება კალიფორნიისუზარმაზარტერიტორიასთანდამოიცავსრამდენიმექვეყანას.თუგეგმავთკალიფორნიაშიმოგზაურობასდაეძებთღირსშესანიშნაობას,რომელიცოდნავგანსხვავდებაკლასიკურიეროვნულიპარკებისა დამუზეუმებისაგან,ამსტატიასშეუძლიამოგაწოდოთსასარგებლოინფორმაციაიმადგილებისშესახებ,რომელსაც შეგიძლიათეწვიოთდასადაცშეგიძლიათდაუვიწყარისურათებიცგადაიღოთ „სილიკონ ველიზე". ეს ადგილები სწორედ ისეთი დიდი კორპორაციებია, როგორებიცააapple, Samsungდა ა.შ.

1. Google

Google-ის შტაბი არ არის ერთი შენობა. ეს გახლავთ კომპლექსი (60-ზე მეტი შენობა). მთავარ პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბევრი თავისებური ატრაქციონი და ქანდაკება, როგორიცაა ანდროიდისა და გიგანტურ ტირანოზავრ რექსის სკულპტურები, ფერადი ველოსიპედები, რომლებსაც Google-ის თანამშრომლები იყენებენ კომპლექსის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასასვლელად.

Google plex-ში შესვლა არც ისე მარტივია. თქვენ ამისთვის გჭირდებათ ახლობელი ადამიანი, რომელიც იქ მუშაობს და თან მეგზურობასაც გაგიწევთ. არსებობს ვიზიტორთა ცენტრიც, მაგრამ არ მოგატყუოთ სახელმა, რადგან ის განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც უკვე აქვს იქ შესვლის ნებართვა.

2. eBay

ამ შემთხვევაშიც, დიდი სიმკაცრე მოქმედებს eBay-ის შენობის დასათვალიერებისას. აქ მხოლოდ კომპანიის ლოგოსთან ტიპური სურათის გარდა, ერთადერთი ნაწილი, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ, არის eBay Store, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი აქსესუარი eBay-ის ლოგოთი. ეს მაღაზია არის სან ხოსეში, „სილიკონ ველის" მნიშვნელოვან ქალაქში.

3. Intel

ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ იმ კომპანიაზე, რომელმაც განუყოფელი როლი ითამაშა ტექნოლოგიური პროგრესის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ისეთივე მიმზიდველი გარემო და კომპლექსი, როგორიც იმ კომპანიებს, რომლებზეც აქამდე ვისაუბრეთ, თუ ხართ კომპიუტერების ნამდვილი გულშემატკივარი, გირჩევთ ეწვიოთ Intel-ის მუზეუმს, რომელიც გამოგზაურებთ ამ კომპანიის ისტორიაში.

მუზეუმი ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს მუზეუმი ღიაა დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. თუ გსურთ მისი მონახულება, გირჩევთ გადახედოთ ოფიციალურ ვებგვერდს და პირდაპირ დაუკავშირდეთ მუზეუმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ არის დახურული სპეციალური ღონისძიებებისთვის. ვინაიდან მუზეუმია, აქ არის საჩუქრების მაღაზიაც.

4. Facebook

ფეისბუქისა და ინსტაგრამის შტაბის უპირატესობა ის არის, რომ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა მანქანის გაჩერებისას. აქ უზარმაზარი პარკინგის ადგილები აკრავს ოფისებს. სამწუხაროდ, ვიზიტორებს აქ ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლიათ, გარდა იმისა, რომ ფოტო გადაიღოთ ფეისბუქის „მოწონების" სიმბოლოს „ცერა თითის" წინ.

5. Lucasfilm

აქ შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი ულამაზეს შადრევანთან იოდის ქანდაკებით. თუ თქვენ ვარსკვლავური ომების ფანი ხართ, მაშინ ეს ნამდვილად არის მიმზიდველი სანახაობა თქვენთვის.

6. Apple

Apple-ის შტაბი მდებარეობს საკმაოდ ცნობილ მისამართზე: 1 Infinite Loop, კუპერტინო, კალიფორნია. სამწუხაროდ, შენობებში შესასვლელად თქვენ უნდა დაიხმაროთ თანამშრომელი, ასე რომ, თუ არ გაგიმართლათ, და არ გყავთ ნათესავი ან ახლობელი, რომელიც მუშაობს Apple-ში, თქვენ მოგიწევთ კომპანიის ლოგოსთან სურათის გადაღებით დაკმაყოფილდეთ, თუმცა შეგიძლიათ Apple Park-ის დათვალიერება.

Apple Park-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა. ეს არის კამპუსი, რომელზეც ოცნებობდა სტივ ჯობსი. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მას სრულიად უფასოდ. ვიზიტორთა ცენტრის შიგნით არის ბარი და მაღაზია, სადაც ნახავთ ყველაფერს, რისი ნახვის სურვილიც აქვს Apple-ის მომხმარებელს − დაწყებული Apple-ის აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტიდან, დამთავრებული უახლესი iPhone და iMac-მოდელებით.

საქართველოსინოვაციებისადატექნოლოგიებისსააგენტოსადასაქართველოსბანკის"პარტნიორობით,მსოფლიოშიწამყვანიბიზნესაქსელერატორი500 Startupsშემოვიდა.პროგრამაშიგამარჯვებული4სტარტაპი(Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) „სილიკონველის"სტუმრობენ.

雷竞技手机版აგრძელებსსაინფორმაციომასალებსსილიკონველის"შესახებდაასევემოგითხრობთქართულისტარტაპებისგამოცდილებაზეაშშ-დან.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია,ბიზნესისდაწყებაბევრსირთულესთანარის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი