სტარტაპერი და ელვისი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

By在trepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: სტარტაპერი

თიბისის პროგრამა სტარტაპერიდა ელვისი მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. სპეციალურად შენი სტარტაპისთვის ელვისზე სტარტაპერის კატეგორია შეიქმნა.

პარტნიორობის ფარგლებში, გეძლევა შესაძლებლობა, ელვისის აპლიკაციაში დაემატო სტარტაპერის კატეგორიაში და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით თებერვლამდე.

ნებისმიერს სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ისარგებლოს ელვისის საკურიერო მიტანის სერვისით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლით მისამართზე:https://bit.ly/startuperi-elvis, ელვისის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

ელვისი ქართული მაღალტექნოლოგიური მიტანის სერვისია, რომელიც პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების წინაშე არსებულ პრობლემებს აგვარებს.

ელვისის მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.

ელვისის და სტარტაპერის მხარდაჭერით, სტარტაპერებისთვის ელვისის პლატფორმაზე უფასოდ განთავსება თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

Wavy Line
在trepreneur-ის გუნდი

在trepreneur Staff

在trepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად