თიბისიმ ქუთაისში ბიზნესების მხარდაჭერისთვის ტრენინგების სერია დაიწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისში, თიბისის ფილიალში (მისამართი: გრიშაშვილის #26 ) მდებარე ტრენინგ ცენტრი ტრენინგების სერიას უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე ჩატარდება. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელი პარასკევს, 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეძღვნა.

ტრენინგს, რომელიც საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ჩაატარა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

"მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი ბიზნესისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იმერეთის რეგიონში ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თიბისი მხარს უჭერს მათ ამ პოტენციალის აღმოჩენაში და საჭირო და აუცილებელი სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფაში. ჩვენ დავაარსეთ ქუთაისში ტრენინგ ცენტრი, სადაც პერმანენტულად გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები," - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისი არაერთ ინიციატივას ახორციელებს საქართველოს რეგიონებში. მათ შორის, წელს თიბისიმ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 5 რეგიონული ფორუმი ჩაატარა.

Wavy Line

Related Topics

სოციალურიმედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი