Art Line Group - პერსონალური ინტერიერის დიზაინი, ინდივიდუალური მიდგომით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფიქრია მოდებაძისა და დავით კავლელაშვილის კომპანიაArt Line Groupგახლავთ პერსონალური ინტერიერის დიზაინერთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, განვითარებაზე, ახალი იდეების გენერირებაზე, დამკვეთთან სრულიად განსხვავებული, მაღალი სტანდარტის მეთოდოლოგიით მუშაობაზე, რაც დიდ კომფორტს წარმოადგენს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ორმხრივ ურთიერთობაში.

დავითის თქმით, მისი და ფიქრიას პროფესიული ურთიერთობა ერთ-ერთ გამოფენაზე დაიწყო, რამაც გაგრძელება პოვა გარკვეული პროგრამის სასწავლო პროცესის დროს, სადაც მათ პარტნიორობასა და ერთობლივი გუნდის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი.

“ჩვენიგამოცდილებიდანგამომდინარე,დამკვეთთანსიღრმისეული ურთიერთობა და მათთვის შექმნილი მეგობრული გარემო საბოლოოდ განსაზღვრავს სივრცის ინტერიერის დიზაინს, სტილსა და ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რაც დამკვეთის ფსიქოტიპთან და პერსონასთან ასოცირდება. ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას არ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება იდეების გენერირების ნაცვლად, მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე იფიქრო. როგორც წესი, მიდგომების შესაბამისად თითოეული პროექტი თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა სივრცეს შევძინოთ ახალი სიცოცხლე და ინდივიდუალიზმი, ხოლო დამკვეთმა იგრძნოს, რომ სივრცე ექსკლუზიურად მხოლოდ მისთვის არის შექმნილი. ამისთვის კი სრულიად სამართლიანად იხდიან იმდენს, რაოდენ შრომასაც ვწევთ თითოეულ სანტიმეტრში",− აღნიშნავენ თანადამფუძნებლები.

როგორცფიქრიამოდებაძე განმარტავს, როდესაც ადამიანმა საკუთარი საქმე იცის და ესმის დამკვეთის სურვილების, აფასებს მათ შინაგან სამყაროს, ყველა სირთულე დაძლევადია. დავითი და ფიქრია თავიანთ პროფესიას ბიზნესად არ აღიქვამენ და ვერც ის წარმოუდგენიათ, თუ რატომ ეძებენ ინტერიერის დიზაინერები ერთმანეთში კონკურენტებს. Art Line Group-ის ჩამოყალიბებაც ასე სპონტანურად მოხდა, თუმცა დამფუძნებელთა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა რიგით სტუდიად გარდაქმნა. მათ სურდათ ისეთი გუნდის ფორმირება, რომელიც განსხვავებული მიდგომებითა და მაღალი სტანდარტით პერსონალიზებულად იმუშავებდა თითოეულ პროექტზე.

"ჩვენი განსხვავებული მიდგომები არ ნიშნავს, რომ გუნდის წევრებს არ ესაჭიროებათ სწორი მენეჯმენტი, ან თითოეული დღის დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ჩვენი დღის წესრიგი მუდმივად გაწერილია. ვცდილობთ ყოველი დღე იყოს პროდუქტიული და აქტიური, სიახლეებით სავსე და უპირველეს ყოვლისა, შემოქმედებითად დატვირთული. ჩვენ არ ვიცით სიტყვა "დავიღალე", ვინაიდან პროფესია ინტერიერის დიზაინერი, უსაზღვროდ საინტერესო სფეროა, პრაქტიკულად სულ სხვა განზომილებაა. როდესაც გუნდი შევქმენით, არ გვიფიქრია გამოწვევებსა და წინააღმდეგობებზე, ალბათ არც გვქონდა დრო ამაზე ფიქრის, რადგანაც საერთო მიზანი გვამოძრავებდა, გვეთქვა შემოქმედებით სფეროში ჩვენი სიტყვა, რასაც მანამდეც და ახლაც თამამად ვაკეთებთ",− აცხადებს ფიქრია.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდნენ Art Line Group-ის დამფუძნებლები ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ დამოუკიდებელი საქმიანობის წამოწყებისკენ პირველ ნაბიჯებს. როგორც დავით კავლელაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, წარმატების მისაღწევად ნებისმიერი ანტრეპრენერისათვის აუცილებელია გუნდურობის სწავლა, გუნდის აზრის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში, მათგან სწავლაც კი. ხოლო ინტერიერის დიზაინერებს დავითი ურჩევს პროექტზე მუშაობის დროს მაქსიმალური ენთუზიაზმი გაიღონ თითოეულ ეტაპზე, არ მოექცნენ შაბლონურ ჩარჩოებში და მიაკვლიონ თავიანთ ხელწერას, რაც განუმეორებელი სივრცის შექმნის წინაპირობაა.

"რაც შეეხება Art Line Group-ის სამომავლო გეგმებს, პროექტებზე მუშაობის პარალელურად, გუნდის განვითარება ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენი აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილობრივი პროექტებით, არამედ გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც განსაკუთრებულ მუხტს გვძენს. სწორედ ამიტომ, გუნდი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს რებრენდინგის მიმართულებით. განახლების პროცესშია ჩვენი ლოგო და მიმდინარეობს საიტზე ინტენსიური მუშაობა. მომავალ წელს კვლავაც დაგეგმილია წარმომადგენლობითი ვიზიტები საერთაშორისო გამოფენებზე და რაც მთავარია, ახალი წლიდან ვამატებთ არქიტექტურულ მომსახურებას, რომელსაც პროფესიონალი არქიტექტორი გიორგი კოპაძე წარუძღვება. გარდა ამისა, არქიტექტურულ მომსახურებასთან ერთად, ჩვენს დამკვეთებს აუცილებლად შევთავაზებთ კონსტრუქტორულ, გეოლოგიურ და დენდროლოგიურ მომსახურებასაც",− აცხადებენ Art Line Group-ის დამფუძნებლები.

Wavy Line
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

სიახლეები

როგორ შევქმნათ პროფესიონალური რეზიუმე?

résumé ფრანგული ენიდან დამკვიდრდა და ინფორმაციის შეჯამებას, მოკლე შინაარსს ნიშნავს

ლიდერობა

ელდარ პირმისაშვილი - PR-ანტრეპრენერი

ელდარმა ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტო საქართველოში, "პერიტუს ჯგუფი" 14 წლის წინ შეიქმნა

ფინანსები

ფინანსური და პანდემიური კრიზისები XXI საუკუნეში

რომელი ტიპის კრიზისი უფრო დამაზიანებელია გლობალური ბაზრებისთვის - პანდემიისგან მიღებული შედეგები თუ წმინდა ფინანსური კრიზისი.

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"